logo_geo
დაბა ურეკში ახალი საჯარო სკოლა შენდება
- +

9 თებერვალი. 2022. 17:51

 

დაბა ურეკში 450 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

 

მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

„ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. მოეწყობა საკლასო სივრცეები, სპორტული და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოსწავლეებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. პროექტის ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს აღემატება“, - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი