logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტში მუზეუმების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
- +

23 მაისი. 2022. 17:48

 

 

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტში გამართული ღონისძიებების კვირეული დასრულდა, რომელშიც ხუთივე მუზეუმი მონაწილეობდა.

 

კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში  ქალთა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა გაიმართა. გამოფენის 14 მონაწილიდან 13 -ის ნამუშევრები პირველად გახდა ცნობილი დამთვალიერებლებისთვის, მათგან ყველაზე უმცროსი ქალაქის #1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ქეთევან კოპაძე იყო.

 

სასირეთის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის და  ხოვლეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მუზეუმებში,  ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე მუზეუმში მოეწყო  გამოფენები საოჯახო ალბომებიდან,  ხატვის კონკურსები ხოლო  საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი  თვითშემოქმედება წარმოადგინეს.

კავთისხევში ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმში  გამართულ ღონისძიებაში „ლხინი სოფლად“,  მონაწილეობდა  კულტურის დაწესებულებების გაერთიანებასთან არსებული აღაიანის სასოფლო კლუბის ხალხურ საკრავთა ანსამბლი, საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი  „თხოთი“.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მუზეუმების დირექტორები  წიგნით „შიდა ქართლის ეკლესია - მონასტრები“  დაასაჩუქრა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი