logo_geo
თორნიკე რიჟვაძე სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრატისლავას თვითმმართველი რეგიონის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
- +

7 ივლისი. 2022. 22:56

 

 

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრატისლავას თვითმმართველი რეგიონის თავმჯდომარის მოადგილეს, ალჟბეტა ოჟვალდოვას შეხვდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონული საკითხები და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 

შეხვედრას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში, რევაზ ბეშიძე ესწრებოდა.

 

 

big_banner
არქივი