logo_geo
სოფელ ბოჟამში გზის მოასფალტება სრულდება
- +

19 ივლისი. 2022. 13:00

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზისპირა, მაღალმთიან სოფელ ბოჟამში  მისასვლელი გზის მოწყობა/მოასფალტების  პროექტის ფარგლებში ასფალტის მეორე ფენის დაგება დასრულების პროცესშია.

 

ასფალტის დაგებამდე მოეწყო გზის საფუძველი და რკინაბეტონის კიუვეტები. ასევე დაგეგმილია გზის გადამკვეთების და ეზოში შესასვლელებზე ცხაურის მოწყობა.

 

სოფელ ბოჟამთან მისასვლელი 2 567 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაციას შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 225 655 ლარია.

 

„საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მერიისთვის  პრიორიტეტულია, განსაკუთრებით კი სოფლად მისასვლელი, რათა მოსახლეობას ეს პრობლემა არ აწუხებდეს“, - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

big_banner
არქივი