logo_geo
კახეთის რეგიონში 200 კმ-მდე გზის მოდერნიზებისათვის საპროექტო სამუშაოები იწყება
- +

5 ივნისი. 2017. 12:30



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, თბილისი-ბაკურციხე- წნორი-ლაგოდეხის და თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის საავტომობილო გზების  მიმართულებით საპროექტო სამუშაოებს იწყებს.  


საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და (ერთობლივი საწარმო)  JV AECOM & ILF-ის წარმომადგენლებმა ფიელ შატო ლორტიმ და სტეფან მორნმა მოაწერეს ხელი.


კომპანია JV AECOM & ILF თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის 120 კილომეტრიანი საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციასა და თბილისი-საგარეჯოს და საგარეჯო-ბაკურციხის 80კილომეტრიანი საავტომობილო გზის განახლებისთვის დეტალურ საპორექტო დოკუმენტაციას მოამზადებს. საპროექტო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება  2 514 704 ევრო და 3 124 683 ლარს შეადგენს. პროექტირების  ვადა  2017 - 2018 წლებია და ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში უნდა დასრულდეს. საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.


აღნიშნული  საგზაო მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.





 

big_banner
არქივი