logo_geo
გიორგი ურუშაძე: განათლებული და კვალიფიციური კადრები ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა
- +

30 ივნისი. 2022. 15:53

 

 

სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტის“ გორაბერეჟოულის ფილიალში იმყოფებოდა.

 

რწმუნებულმა სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერა და კოლეჯში დანერგილი და განსახორციელებელი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

 

„გურიის რეგიონში  ფუნქციონირებს  სახელმწიფო  პროფესიული კოლეჯი ,სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ  აირჩიონ მათთვის საინტერესო პროფესიები და ისწავლონ სრულიად უფასოდ.  განათლებული და კვალიფიციური კადრები ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა არა ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო პროგრამას ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

 

 

big_banner
არქივი