logo_geo
ლევან დავითაშვილი: 2023 წელს საქართველოში 4,6 მლნ ტურისტული ვიზიტი იყო, რაც თითქმის, 100%-იანი აღდგენაა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით და ეს დამაიმედებელია
- +

12 თებერვალი. 2024. 00:03

"2023 წელს საქართველოში 4,6 მლნ ტურისტული ვიზიტი იყო, რაც თითქმის, 100%-იანი აღდგენაა 2019-თან შედარებით და ეს დამაიმედებელია," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, ტურიზმის კუთხით გასული წლის მონაცემები რეკორდულად მაღალი იყო.

 

 

26%-იანი ზრდა გვქონდა იგივე 2019 წლის რეკორდულ მონაცემებთან შედარებით. 4,1მლრდ დოლარი შეადგინა ტურიზმის სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა - ეს ძალიან მაღალი იყო. ასევე, ჩვენ 7 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა საქართველოში და რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, ეს, დაახლოებით, 70%-ზე მეტია, თუ შევადარებთ.

 

ტურისტული ვიზიტები, რაც ყველაზე შემოსავლიანია და ჩვენთვის საინტერესოა, ეს გაიზარდა. 4,6 მლნ ტურისტული ვიზიტი იყო 2023 წელს, რაც თითქმის, 100%-იანი აღდგენაა 2019-თან შედარებით და ეს არის დამაიმედებელი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

big_banner
არქივი