logo_geo
კრიპტობაზარმა 24 საათში $100 მილიარდი დაკარგა
- +

3 თებერვალი. 2018. 19:01

 

 

კრიპტოვალუტების ბაზარმა გასული 24 საათის განმავლობაში $100 მილიარდი დაკარგა. ყველა კრიპტოვალუტის ჯამური საბაზრო ღირებულება $405 241 490 138-მდე შემცირდა, რაც 1 დღის წინანდელ მაჩვენებელზე $120 მილიარდით ნაკლებია.


Coindesk-ის მიხედვით, 24 ნოემბრის შემდეგ, ბიტკოინის ღირებულება $8000-ს პირველად ჩამოსცდა. პარალელურად, ითერიუმის ღირებულება 22%-ით, რიპლის 28%-ით, ბიტკოინ ქეშის ღირებულება კი 18%-ით შემცირდა. ბოლო 24 საათში, ტოპ 100 კრიპტოვალუტიდან მხოლოდ 1-ის, DigixDAO-ს ღირებულება გაიზარდა (31%).


კრიპტოვალუტების ვარდნას წინ არაერთი ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება უძღოდა. მაგალითად, ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, არუნ ჯეიტლიმ განაცხადა, რომ ქვეყანას კრიმინალურ აქტივობებში ციფრული ვალუტების გამოყენების გამო რეგულაციების დაწესება სურს.


ამასთან, New York Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ კრიპტოვალუტების ერთ-ერთი ბირჟა, Bitfinex ბიტკოინის ფასით მანიპულირებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით CNBC-მ Bitfinex-სგან კომენტარი ვერ მოიპოვა.









 

big_banner
არქივი