logo_geo
2017 წელს საქართველოში 362 802 963.3 ლარის ტანსაცმელი შემოვიდა
- +

18 თებერვალი. 2018. 18:23



2017 წელს საქართველოში 201 728 013,6 ლარის 11 793 855, 2 ცალი სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელი შემოვიდა (გარდა მანქანითა და ხელით ნაქსოვი ტანსაცმლის ტიპის). ამის შესახებ ინფორმაციას allnews.ge-ს საქართველოს შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით წერს.


მანქანით და ხელით ნაქსოვი ტანსაცმლის რაოდენობა კი 26 968 682,5 იყო - საერთო ღირებულებით 161 074 949,7 ლარი.


შემოსავლების სამსახურის ცნობით, შემოტანილი საბავშვო ტანსაცმლის საერთო ღირებულება 2017 წელს 2 930 473,1 ლარი იყო. რაც შეეხება ფეხსაცმელს, გასულ წელს 201 791 982,4 ლარის 20 605 645,3 წყვილი ფეხსაცმლის იმპორტი მოხდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი