logo_geo
3 თვეში ტურიზმიდან შემოსავალმა 0.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- +

11 აპრილი. 2018. 16:28

 

2018 წლის მარტში ტურიზმიდან შემოსავალი 237 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 31.3%-იანი ზრდაა. ამასთან, მარტის მაჩვენებელი 2017 წლის სექტემბრიდან ყველაზე მაღალია.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშების თანახმად, 2018 წლის იანვარ-მარტში, ტურიზმიდან 561 მილიონი დოლარი შემოვიდა ქვეყანაში.

 

2017 წელს ტურიზმიდან ჯამში 2.753 მილიარდი დოლარის შემოსავალი შემოვიდა, წელს კი 3 მილიარდის შემოსავალს ელოდებიან.

 

 

 

 

წყარო - GBC.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი