logo_geo
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იქნება
- +

20 აპრილი. 2018. 18:18

 

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იქნება.

 

ორგანიზაციამ საკუთარ ვებგვერდზე 2018-2023 წლების საპროგნოზო მაჩვენებლები განაახლა. საქართველოსთვის შეფასება ასეთია – ეკონომიკური ზრდა 2018 წლისთვის 4.5 პროცენტი, 2019 წლისთვის 4.8 პროცენტი, 2020 წლისთვის 5 პროცენტი, 2021-2023 წლებში – 5.2 პროცენტი.

 

აღნიშნული მაჩვენებლებით საქართველო სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებს, ასევე თურქეთს, რუსეთს, უკრაინას, მოლდოვას და ბელარუსს უსწრებს.

 

მაგალითად, თუ საქართველოს ეკონომიკა 2018-2020 წლებში მთლიანობაში 14.3 პროცენტით გაიზრდება, თურქეთში ეს მაჩვენებელი 12 პროცენტს შეადგენს. მოლდოვაში ეკონომიკური ზრდა 11.1 პროცენტი იქნება, სომხეთში – 10.4 პროცენტი, უკრაინაში – 10 პროცენტი, აზერბაიჯანში – 9.5 პროცენტი, ბელარუსში – 7.2 პროცენტი, რუსეთში კი – 4.7 პროცენტი.

 

2018-2023 წლების შეფასებაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა 29.9 პროცენტს აღწევს. შედარებისთვის, თურქეთში ეს მაჩვენებელი 22.8 პროცენტს შეადგენს.

 

 

big_banner
არქივი