logo_geo
ქართული ჟოლო და მოცვი ექსპორტზე ჩინეთში გავა
- +

26 აპრილი. 2018. 15:47

 

შპს „აგროლეინი“ ჩინეთში ლურჯი მოცვისა და ჟოლოს გაყიდვას გეგმავს. კომპანიის პროდუქცია ამჟამად ექსპორტზე დუბაიში, ქუვეითსა და ყატარში გადის.

 

„უცხო ქვეყნებში ჩვენი პროდუქცია თვითმფრინავით გაგვაქვს და ეს ნაწილი გვაქვს მოსაგვარებელი. წელს, ნოემბერში, ჩინეთში მასშტაბური გამოფენაა დაგეგმილი, რომელშიც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა გიორგი ღვინიაშვილმა.

 

შპს „აგროლეინმა“ ფუნქციონირება გასულ წელს დაიწყო და 30 ტონა ლურჯი მოცვი და ჟოლო გადაამუშავა, წელს კი მის გაორმაგებას გეგმავს. კომპანიაში გაყინულ და ე.წ. ფრეშ კენკრას აწარმოებენ. 1 კილოგრამი კენკრას ფასი უცხო ქვეყნებში 15-დან 20 ლარამდე მერყეობს, ადგილობრივ ბაზარზე კი მისი ღირებულება 50%-ით ნაკლებია.

 

„აგროლეინის“ საწარმო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. ის თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი და ISO 22 000-ის მფლობელია.

 

 

big_banner
არქივი