logo_geo
მეწარმეებს მცირე ბიზნესის სტატუსი წლიური 500 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში მიენიჭებათ
- +

2 ივლისი. 2018. 15:33

 

 

საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1 ივლისიდან მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 500 000 ლარს არ აღემატება, ნაცვლად დღემდე არსებული 100 000 ლარისა.

 

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან დაიბეგრება 1%-იანი განაკვეთით, ნაცვლად არსებული 5%-სა.

 

500 000 ლარი შემოსავლის გადაჭარბების მიუხედავად, პირს მცირე მეწარმის სტატუსი ორი კალენდარული წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება.

 

ცვლილების თანახმად, მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების მიზეზი აღარ იქნება მეწარმე ფიზიკური პირის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი. ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იხდის მიმდინარე გადასახადებს.

 

 

big_banner
არქივი