logo_geo
რეკორდული გაუფასურების შემდეგ ლირა 17%-ით გამყარდა
- +

16 აგვისტო. 2018. 14:50

 

თურქეთში ლირის გაუფასურების პიკმა გადაიარა და კურსმა გამყარება დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე $1-ის ღირებულება 16 აგვისტოს დილით 5.79 ლირამდე შემცირდა, კვირის დასაწყისში 7 ლირას აჭარბებდა.

 

თურქული ლირა, წლის დასაწყისიდან უფასურდებოდა, რაც ძირითადად აშშ-ისთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი გაფუჭებით იყო გამოწვეული. იანვირიდან 13 აგვისტომდე კურსი 85%-ით 3.78-დან 7.01-მდე გაუფასურდა. ინვესტორები ლირას აღარ ენდობოდნენ. აგვისტოში უარყოფითმა მოლოდინებმა და პანიკამ ე.წ. ოვერშუთინგი გამოიწვია, ანუ კურსი იმაზე მეტად გაუფასურდა ვიდრე ეს ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო, 14 აგვისტოდან კი გამყარების ტენდენცია აღინიშნა. კურსი 3 დღეში 17%-ით გამყარდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი