logo_geo
საქართველოში შესაძლოა, სასტუმროებისთვის ნებაყოფლობითი სარეიტინგო სისტემა ამოქმედდეს
- +

22 სექტემბერი. 2018. 19:04

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის სასტუმროთა და რესტორნების ფედერაციის Hotrec და მისი ეგიდით შექმნილი გაერთიანების Hotelstars Union-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიაში სარეიტინგო სისტემების შესაძლო შემოღებაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ევროპაში მოქმედი Hotelstars Union-ი ერთ-ერთია გაერთიანებებს შორის, რომლებიც ამ მიმართულებით ევროპის წამყვან ტურისტულ ქვეყნებთან წარმატებით საქმიანობენ.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, რათა საქართველოში ადგილობრივი სასტუმროებისთვის სარეიტინგო ნებაყოფლობითი სისტემა ამოქმედდეს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით იქნება აღიარებული და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და დამატებით სტიმულს მისცემს ქვეყნის ტურიზმის სექტორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ასევე საქართველოს სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაციის პრეზიდენტი ქეთი მელაძე მონაწილეობდნენ, რომლის ორგანიზაციაც ევროპის სასტუმროთა და რესტორნების ფედერაციის Hotrec-ის წევრია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი