logo_geo
ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება
- +

24 სექტემბერი. 2018. 12:32

 

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. საუბარია ახალ მოთხოვნებზე კომერციულ ბანკებისთვის.

 

რაც შეეხება სესხის გამცემ სხვა სუბიექტებს, მათთვის რეგულაციები 2019 წლის პირველი იანვრიდან იქნება სავალდებულო.

 

„ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანონის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ. გარდა ამისა, სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტები არ უნდა აჭარბებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ნორმებს. აღნიშნული ნორმები განსხვავებული იქნება ადგილობრივი და უცხოური ვალუტის სესხებისთვის, რისი მიზანიც, თავის მხრივ, ფინანსური სისტემის მაღალი დოლარიზაციით გამოწვეული სისტემური რისკების შემცირებაა”, – აღნიშნა გვენეტაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი