logo_geo
H&M-ის ევროპულ მაღაზიებში საქართველოში დამზადებული პროდუქცია გაიყიდება
- +

31 იანვარი. 2019. 01:20

 

ქართულმა კომპანიამ „ემჯიემტექსი“ ბრენდის „H&M” ტექნიკური და სოციალური აუდიტის გავლა შეძლო და დღეიდან ბრენდის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს იმას რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, “H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება. ინფორმაციას სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ავრცელებს. „ემჯიემტექსი“ არის  რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose”  შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას ისეთი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: M&S, UMBRO, Comma და სხვა. კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, საჭირო საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო.

 

„ემჯიემტექსი“ 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა. საწარმო ქუთაისში მდებარეობს და წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებს. საწარმოში 280 ადამიანია დასაქმებული. ინვესტიციის  ჯამური მოცულობა კი 3 მლნ ლარს შეადგენს.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი