საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 1 აგვისტოდან ქუთაისის აეროპოტიდან 6 ახალი ევროპული ავიარეისი შესრულდება.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ძალისხმევით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 1 აგვისტოდან, 6 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება. შეთანხმების შედეგად ჩვენ ეკონომიკაში დამატებით მივიღებთ 100 მლნ დოლარის ინვესტიციას და რამდენიმე ათეულ სამუშაო ადგილს“,-აღნიშნა პრემეირმა.