logo_geo
ეროვნული ბანკის რეზერვები 116 მილიონი დოლარით, 3.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
- +

7 თებერვალი. 2019. 19:25

 

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ერთ თვეში დაახლოებით 116 მილიონი დოლარით გაიზარდა.

 

2019 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 3.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსთვის ისტორიული მაქსიმუმია.

 

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა 3.2 მილიარდი დოლარია, ხოლო 202 მილიონი დოლარია სესხების სპეციალური უფლებების (SDR) მოცულობა.

 

იანვარში ეროვნულმა ბანკმა 85 მილიონი დოლარი სავალუტო აუქციონების მეშვეობით შეისყიდა.

 

 

 

big_banner
არქივი