logo_geo
მარტში საქართველოში 328 486 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა
- +

5 აპრილი. 2019. 12:07

 

2019 წლის მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში 328 486 შეადგინა, რაც 13 536-ით მეტია 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე, ზრდა 4.3 პროცენტს შეადგენს.

 

ვიზიტორთა სტატისტიკას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია ავრცელებს, რომელსაც ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის მარტში საქართველოში 619 325 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტით მეტია.

 

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: სლოვაკეთი – 102.9-პროცენტიანი ზრდა, ლატვია – 82.1-პროცენტიანი ზრდა, ჩეხეთი – 76.3-პროცენტიანი ზრდა, პოლონეთი – 55.9-პროცენტიანი მატება, ლიეტუვა – 43.2 პროცენტი ზრდა, გერმანია – 31.3 პროცენტი ზრდა.

 

ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან - შვეიცარია  -154 პროცენტი, ისრაელი – 73 პროცენტი, ჩინეთი – 57.2 პროცენტი, ყაზახეთი – 50.1 პროცენტი, საუდის არაბეთი – 34.1 პროცენტი და სხვა.

 

ამასთან, 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 1,617,548 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882,130 შეადგინა, რაც 42 590-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე, შესაბამისად ზრდა 5.1 პროცენტს შეადგენს.

 

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 333.7 მილიონ დოლარს, რაც 15 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

big_banner
არქივი