logo_geo
გიორგი ქობულია: ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით კარგ ტრაექტორიაზე ვდგავართ
- +

11 აპრილი. 2019. 12:25

 

„საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივა ძალიან კარგია, ამ თვალსაზრისით კარგ ტრაექტორიაზე ვდგავართ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ 2019 წლის პირველი კვარტლის ტურიზმის სტატისტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

ქობულიამ დადებითად შეაფასა ევროკავშირიდან საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გადამხდელუნარიანი ტურისტების მოზიდვა.

 

„აღსანიშნავია, რომ კვარტალური შეჯამება საშუალებას გვაძლევს გამჭვირვალე ფორმატში ინდუსტრიის ძირითად მონაწილეებთან ერთად დავსახოთ და დავაკორექტიროთ გეგმები. გვაქვს საკმაოდ დეტალური ციფრები, რაც ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. გამოიკვეთა, რომ ვიზიტორთა მნიშვნელოვანი ზრდაა ევროკავშირიდან. უნდა ვიზრუნოთ, რაც შეიძლება მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი მოვიზიდოთ, აბსოლუტური ციფრები ევროკავშირიდან დიდი არაა და ამ მიმართულებით კონკრეტული სტრატეგია გვაქვს, რაც მოიცავს პირდაპირი რეისების განვითარებას, სარეკლამო კამპანიას, ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამასთან, ტურისტების მოსაზიდად მეტი ტურისტული ატრაქციის შექმნაა საჭირო. კარგია, რომ წლიდან წლამდე ტურისტული დანახარჯები ზრდის ტენდენციით ხასიათდება“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი