logo_geo
CNN: 2019 წელს ბიტკოინის კურსი სტაბილური და აღმავალი იქნება
- +

11 მაისი. 2019. 20:43

 

მიმდინარე წელს ბიტკოინი 60%-ით გაძვირდა და კრიპტოვალუტის ფასი $6 000 გაუტოლდა. 2018 წელს კრიპტოვალუტა 75%-ით გაუფასურდა და ჯერჯერობით თავის რეკორდულ მაქსიმუმამდე შორს არის.   

 

CNN-ის ანალიტიკოსების პროგნოზით 2019 წელს ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების კურსი სტაბილური და აღმავალი იქნება.

 

გამოცემის ანალიტიკოსების პროგნოზით, სამომავლოდ ბიტკოინიდან მიღებული მოგების მაჩვენებელი შემცირდება, ამიტომ მოვლენები ისე აღარ განვითარდება როგორც 2018 წელს. მაშინ კრიპტოვალუტის აღმასვლა და კრახი სპეკულაციურმა ინვესტიციებმა განაპირობა.

 

2019 წლის აპრილის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 1 საათში ბირჟებზე ვაჭრობისას 5 ათას დოლარამდე გაიზარდა, რამაც სხვა კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა გააჩინა.

 

2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა.

 

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა.

 

2 ნოემბერს ბიტკოინი 10 წლის გახდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი