logo_geo
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს
- +

13 მაისი. 2019. 11:55

 

„საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს“, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა,  მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყნის მიერ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ათვისებული თანხების მოცულობა 210 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.

 

„გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინისა და ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ერთობლივი ბრიფინგი მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი