logo_geo
ხორბლის იმპორტიორები იმპორტის გადასახდელის გადახდის პრივილეგიით კვლავ ისარგებლებენ
- +

6 ივნისი. 2019. 11:29

 

„ოქროს სიაში“ მყოფი ხორბლის იმპორტიორები იმპორტის გადასახდელის გადახდის პრივილეგიით კვლავ ისარგებლებენ.

 

ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც „ოქროს სიაში“ მყოფი კომპანიების იმპორტის გადასახდელების გადახდის პრივილეგიის გაუქმებას ეხება.

 

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის 31 მაისის ბრძანების თანახმად, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა, ასევე გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა), წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა) და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა). როგორც ფინანსთა სამინისტროში „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრეს, ცვლილება 217 კომპანიას შეეხება.

 

თუმცა, როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ, სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით (ხორბალი, მესლინი, ხორბალი მაგარი) გათვალისწინებულ ხორბალზე კვლავ იმოქმედებს იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი