logo_geo
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.83 ლარი გახდა
- +

25 ივნისი. 2019. 17:55

 

 

დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსები დაადგინა. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 დოლარის ღირებულება 2.83 ლარი გახდა. ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.22 ლარს აჭარბებს.

 

ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 4 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 4.5 თეთრით. დღეს მოქმედი კურსით 1 აშშ დოლარი 2.79 ლარი ღირდა, ხოლო 1 ევრო - 3.18 ლარი.

 

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4890 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.6147 ლარი ეღირება.

 

მნიშვნელოვნად მაღალია დოლარისა და ევროს ღირებულება კომერციულ ბანკებში. 1 დოლარის ღირებულება ბანკებში 2.87 ლარზე მაღალია, 1 ევროს ფასი კი თითქმის 3.29 ლარია.

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 26 ივნისიდან შევა ძალაში.

 

big_banner
არქივი