logo_geo
რუსეთიდან საქართველოში ავიაბილეთების ფასი გაიზარდა
- +

26 ივნისი. 2019. 15:25

 

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების ღირებულება ერთი მესამედით გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო „РБК“ სამოგზაურო სერვისების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

 

ექსპერტებმა რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ბილეთების ფასი საშუალოდ 34%-ით გაიზარდა. 1-7 ივლისის პერიოდში ყველაზე იაფი პირდაპირი ავიაფრენის ფასმა 7 ათასი რუბლი (315 ლარი), ტრანზიტულის კი 9,5 ათასი რუბლი (430 ლარი) შეადგინა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი