logo_geo
ბიტკოინის ღირებულებამ $12 900-ს გადააჭარბა
- +

26 ივნისი. 2019. 17:13

 

ერთ დღეში ბიტკოინის ღირებულება 14%-ით გაიზარდა და  $12 900-ს გადააჭარბა. მათ  შორის, ერთ-ერთ მსხვილ ბირჟა „Binance“-ზე დილით ბიტკოინი $12 864  ღირდა.

 

„Bloomberg“-ის მონაცემებით, ერთ კვირაში კრიპტოვალუტა 30%-ით გაძვირდა. ხოლო 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ზრდამ 200% შეადგინა. გამოცემის ცნობით, ინვესტორების ინტერესი კრიპტოვალუტის მიმართ მზარდია.

 

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ბიტკოინი კიდევ უფრო გაძვირდება. ბიტკოინის გამყარების მიზეზად ანალიტიკოსები ამჯერად Facebook-ის მიერ საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის ოფიციალურად დაანონსებას ასახელებენ.

 

2019 წლის აპრილის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 1 საათში ბირჟებზე ვაჭრობისას 5 ათას დოლარამდე გაიზარდა, რამაც სხვა კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა გააჩინა.

 

2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20 000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა.

 

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა.

 

2018 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 10 წლის გახდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი