logo_geo
ლარი დოლარის მიმართ კიდევ 3 თეთრით გაუფასურდა - კურსი 2.88-ზე დაფიქსირდა
- +

27 ივნისი. 2019. 18:08

 

 

27 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა და 2.8791 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8470 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -3.21 თეთრი შეადგინა.

 

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც, რომლის კურსი 3.2758 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2356 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.02 თეთრი შეადგინა.

 

ლარი გაუფასურდა თურქული ლირის მიმართაც, რომელიც 0.4986 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.6622 ლარი ეღირება.

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 28 ივნისიდან შევა ძალაში.

 

 

big_banner
არქივი