logo_geo
ლარი მცირედით გამყარდა
- +

28 ივნისი. 2019. 17:35

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.8687 ლარი ეღირება, ევრო – 3.2657, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6384 ლარი.

 

დღეს, 28 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.8791 ლარი ღირს, ევრო – 3.2758, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6622 ლარი.

 

დღევანდელი ვაჭრობისას ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით მცირედით გამყარდა. მიღებული კურსი ხვალიდან, 29 ივნისიდან შევა ძალაში.

 

ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 25 ივნისიდან დაუწყო, როცა ლარი დოლართან და ევროსთან 4 თეთრით გაუფასურდა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი