logo_geo
ნათია თურნავა: ცალსახაა, როდესაც ანტიდემოპინგისგან ვიცავთ ადგილობრივ მეწარმეს, ჩვენ ამით ვიცავთ ადგილობრივ დასაქმებას
- +

28 ივნისი. 2019. 21:52

 

„ცალსახაა, როდესაც ვიცავთ ადგილობრივ მეწარმეს, ჩვენ ამით ვიცავთ ადგილობრივ დასაქმებასაც. ადგილობრივი წარმოება ჩვენი ადგილობრივი დასაქმების ძირითადი წყაროა. ახალი დანიშნული ვიყავი მინისტრის თანამდებობაზე, როდესაც ვეწვიე რუსთავის მეტალურგიულ საწარმოებს, სადაც 3,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და აბა მათ ჰკითხეთ, ვის ვიცავთ, როდესაც დემპინგისგან დავიცავთ ადგილობრივ ბაზარს. იგივე ეხება ცემენტის წარმოებას, შაქრის წარმოებას და მრავალ ადგილობრივ მეწარმეს, რომელიც არის ჩვენი მოსახლეობის დასაქმების მთავარი წყარო,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას. აღნიშნული პროექტი დღეს საქართველოს მთავრობამ განიხილა და მას მხარი დაუჭირა.

 

აღსანიშნავია, რომ დღემდე საქართველოს არ აქვს საგარეო ვაჭრობაში ანტიდემპინგური საკანონმდებლო ბაზა, რომლის არქონის პირობებშიც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს უცხო ქვეყნებიდან პროდუქციის დემპინგური ფასებით იმპორტს, რის შესახებაც არაერთხელ მოუმართავთ ადგილობრივ კომპანიებს. თუმცა, ასეთის არსებობის პირობებშიც, აღკვეთის ღონისძიებებს, აღნიშნული საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად ვერ მივმართავთ. რიგ შემთხვევებში დემპინგური იმპორტი  აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას.

 

 

 

big_banner
არქივი