logo_geo
დღეიდან ლომბარდებს დაგირავებული ქონების გადაგირავება ეკრძალებათ
- +

1 ივლისი. 2019. 11:00

 

1-ლი ივლისიდან ლომბარდებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, მათ მომხმარებლის მიერ დაგირავებული ქონების გადაგირავება აეკრძალებათ.

 

შესაბამისი ცვლილება „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე კანონში“ შედის.

 

"ცვლილების ძირითად მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რადგან დაგირავებული ქონების გადაგირავება არსებითად ზრდიდა ამ ქონების დაკარგვის რისკს და აჭიანურებდა სესხის გადახდის შემდეგ ქონების დაბრუნების პროცესს“, - განმარტეს ეროვნულ ბანკში.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით 2017 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია ფიქსირდებოდა.

 

აქედან, 55,7 პროცენტი თბილისში; 12,1 პროცენტი – იმერეთის რეგიონში; 9,9 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში; 9,7 პროცენტი – აჭარაში; ხოლო დანარჩენი 12,6 პროცენტი სხვა რეგიონებში ფუნქციონირებდა.

 

2017 წლის განმავლობაში ლომბარდების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის 64,7 პროცენტი ეროვნულ, ხოლო 35,3 პროცენტი უცხოურ ვალუტაში. 2017 წლის მონაცემებით, ლომბარდების კლიენტთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი