logo_geo
რუსეთიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ხუთჯერ გაიზარდა
- +

3 ივლისი. 2019. 15:58

 

 

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ხუთჯერ გაიზარდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ანალიტიკოსების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

 

ანალიტიკოსებმა იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს, სადაც რუსეთის მოქალაქეები უძრავ ქონებას ყიდულობენ. 2018 წელს რეიტინგის 23-ე პოზიციაზე მყოფმა საქართველომ წელს მე-15 პოზიციაზე გადაინაცვლა. ქართული უძრავი ქონების პოპულარობას ექსპერტები ფასისა და ხარისხის კარგი თანაფარდობით და შეთანხმების გაფორმების სიმარტივით ხსნიან.

 

ანალიტიკოსების აზრით, რუსულ-ქართული ურთიერთობების ბოლოდროინდელი გამწვავება უძრავი ქონების მიმართ დაინტერესებაზე არ აისახება.

 

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი