logo_geo
ლარი აშშ დოლართან მიმართებით 3 თეთრით გაუფასურდა
- +

8 ივლისი. 2019. 17:44

 

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8320 ლარი შეადგინა.

 

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8012 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ღირებულების ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0308 ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება ევროს, ვალუტის ღირებულება 3.1778 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1547 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0231 ლარი შეადგინა.

 

სებ-ის მიერ 8 ივლისს დადგენილი ვალუტის კურსი 9 ივლისს ამოქმედდება.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტი ეროვნული ვალუტის ლარის გაუფასურებას ტურისტების შემცირების მოლოდინს უკავშირებს.

 

ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 25 ივნისიდან დაიწყო, როცა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 4 თეთრით გაუფასურდა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

 

 

 

big_banner
არქივი