logo_geo
ვაზილ ჰუდაკი: საქართველო ყველაზე მსხვილი მიმღებია ერთ სულ მოსახლეზე მიღებული ინვესტიციების მიხედვით
- +

11 ივლისი. 2019. 16:08

 

 

„ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის სტრატეგიასა და პრიორიტეტებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანასთან თანამშრომლობა“, - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ბათუმში გამართული აღმოსავლეთის პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას. მისი თქმით, ამ ქვეყნებში ბოლო ათი წლის მანძილზე 9 მილიარდი ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ და მათ შორის, საქართველო ყველაზე მსხვილი მიმღებია ერთ სულ მოსახლეზე მიღებული ინვესტიციების მიხედვით.

 

„საქართველოში 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის, მუნიციპალური სექტორის, გზების მშენებლობის და სხვა პროექტებში. ევროპის საინვესტიციო ბანკი კვლავაც განაგრძობს საქართველოს, ისევე როგორც დანარჩენი ხუთი ქვეყნის, მხარდაჭერას“, - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი