logo_geo
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოს 200 000 აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტით დაეხმარება
- +

11 ივლისი. 2019. 18:38

 

 

საქართველოს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი 200 000 აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტით დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

 

საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში მოღვაწე ორგანიზაციებისთვის შესაბამისი საგრანტო კონკურსი ღიაა.

 

„იმისთვის, რომ საქართველო მეტად კონკურენტუნარიანი იყოს ახალ საექსპორტო ბაზრებზე, მას სჭირდება ევროკავშირის რეგულაციების წარმატებით ათვისება. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესის სწრაფად და ეფექტურად გავლაში საქართველოს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი 200 000 დოლარამდე ოდენობის გრანტით დაეხმარება. საგრანტო კონკურსი ღიაა საქართველოში მოღვაწე ორგანიზაციებისათვის“, – აღნიშნულია საელჩოს გვერდზე სოციალურ ქსელში და იქვე მითითებულია ბმული, სადაც დეტალური ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი