logo_geo
ივნისში საქართველოს საგარეო ვაჭრობის მოცულობა შემცირდა
- +

15 ივლისი. 2019. 12:15

 

 

2019 წლის ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, ექსპორტის მოცულობა 600 ათასი დოლარით, ანუ 0.2 პროცენტით შემცირდა და 307.2 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტი კი, წინა წლის ივნისთან შედარებით 11.3 პროცენტით შემცირდა და 688 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის ბრუნვის კლებამ 8.5 პროცენტი შეადგინა.

 

რაც შეეხება იანვარ-ივნისის მაჩვენებელს, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 968.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 775.4 მილიონი დოლარი იყო (11.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 192.9 მილიონი დოლარი (4.9 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივნისში 2 417.4 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.

 

 

big_banner
არქივი