logo_geo
საქართველოდან ყავის ექსპორტი იზრდება
- +

15 ივლისი. 2019. 13:49

 

 

საქსტატმა 2018 წლის ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე 130 ათასი დოლარის ღირებულების ყავა გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 76,4 ათასი დოლარით მეტია.

 

რაოდენობრივად 2018 წელს ქვეყნიდან დაფქვილი და მარცვლოვანი სახით 13.3 ათასი ტონა ყავა გავიდა. საქართველოში კი იმპორტით 16 746.8 ათასი დოლარის ღირებულების ყავა შემოვიდა.

 

რაც შეეხება ხსნად ყავას - 2018 წელს 250.1 ათასი დოლარის ღირებულების ექსპორტი და 15.108.9 ათასი დოლარის იმპორტი განხორციელდა. ხსნადი ყავის ექსპორტი გასულ წელს 65.3 ათასი დოლარით შემცირდა.

 

 

big_banner
არქივი