logo_geo
ცემენტის 28 სახეობიდან სტანდარტებს მხოლოდ 32% აკმაყოფილებს
- +

30 ივლისი. 2019. 16:16

 

საქართველოს ცემენტის ასოციაცია ფარული ტესტირების შედეგებს ასაჯაროებს. ირკვევა, რომ ივლისში ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის ოცდარვა  სახეობიდან მხოლოდ 6 კომპანიის ცხრა  პროდუქტმა (32%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 სტანდარტი.

 

ცხრა ნიმუშიდან ოთხი საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრთა პროდუქციაა. შემოწმებული ოცდარვა ნიმუშიდან ცხრამეტმა ვერ გადალახა ბარიერი, აქედან ხუთმა კი 28 დღის შემდეგ, შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებლზე  კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა (<10 მპა).

 

იმ ექვსი კომპანიიდან, რომელთა პროდუქციამაც გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი, 3 მათგანი ცემენტის წარმოებისთვის მოიხმარს ადგილობრივად წარმოებულ კლინკერს, ხოლო მათი წილი ჯამური წარმოებული ცემენტის მოცულობის 70% შეადგენს, ხოლო დანარჩენი ცხრამეტი  პროდუქტი, რომლებმაც შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებლებზე დაბალი შედეგი აჩვენეს, სრულად წარმოებულია იმპორტირებული კლინკერით.

 

15 იანვრიდან  ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი