logo_geo
ეროვნული ბანკი ხვალ 40 მილიონ დოლარს გაყიდის
- +

31 ივლისი. 2019. 18:17

 

 

 

ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია, რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას.

 

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.

 

ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, პირველ აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9718 ლარი ეღირება, ევრო – 3.3127, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6170 ლარი.

 

 

big_banner
არქივი