logo_geo
როგორი იქნება განახლებული ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმი, რომელზეც 3,5 მლნ ლარი დაიხარჯება
- +

30 აგვისტო. 2019. 14:55

 

დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიულ მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიის შესარჩევად ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება და 30 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 551 710 ლარს შეადგენს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების ხანგრძლივობაა 24 (ოცდაოთხი) თვე სამუშაოების დაწყებიდან.

 

ტენდერის ფარგლებში, კონკურსანტის სამშენებლო სამუშაოების საშუალო წლიური ბრუნვა დაანგარიშებული მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტების ერთობლივი დადასტურებული გადახდებიდან, ბოლო სამი (3) წლის (2016, 2017, 2018წ.წ.) განმავლობაში უნდა იყოს არანაკლებ 2660000 ლარის ეკვივალენტი.

 

ამასთან, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის ან არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, როგორიცაა ლიკვიდური აქტივები, დაუგირავებელი უძრავი ქონება, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური რესურსები, გარდა სხვა საკონტრაქტო საავანსო თანხებისა, მინიმუმ 370000 ლარის ეკვივალენტის ოდენობით.

 

ასევე, დოკუმენტაციის მიხედვით, ხელმისაწვდომი წლიური შესაძლებლობა არანაკლებ 1 775 000 ლარისა.

 

კონკურსანტს, 2014 წლის 1 იანვრიდან განაცხადის წარდგენის ბოლო თარიღამდე, წარმატებულად უნდა ჰქონდეს დასრულებული სულ მცირე ერთი (1) მსგავსი სახის სამუშაოების კონტრაქტი არანაკლებ 2 841 000 ლარის ეკვივალენტის ღირებულებით, ან სამი (3) ან ნაკლები კონტრაქტი (აღნიშნული ხასიათის), თითოეული არანაკლებ 947 000 ლარის ექვივალენტის ღირებულებით, მაგრამ ჯამურად არანაკლებ 2 841 000 ლარის ეკვივალენტის ღირებულებით“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

 

დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის ისტორიული მუზეუმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენს. ტერიტორიაზე განთავსებული ნაგებობები ძირითადად XIX-XX საუკუნეებშია აგებული, ეკლესია, სამრეკლო, ალექსანდრე ყაზბეგის სახლი, XX საუკუნის 80-იან წლებში აგებული შენობა, და ალექსანდრეს ბიძის ნიკოლოზ ყაზბეგის (ჩოფიკაშვილი) სახლი. კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმში სამუზეუმო სივრცის განახლებას, ვიზიტორთა ცენტრის პროექტის დამუშავებას და საფონდო და საგანმანათლებლო სივრცეების შექმნას.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი