logo_geo
ქართული წარმოების საბავშვო ტანსაცმელი საფრანგეთში გაიყიდება
- +

12 სექტემბერი. 2019. 11:50

 

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ „რკო“ საკუთარი პროდუქცია საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანა.

 

სააგენტოს ინფორმაციით, ფრანგული კომპანია ქართული პროდუქციით საერთაშორისო გამოფენაზე „Playtime Paris“ დაინტერესდა. აღნიშნული გამოფენა 2019 წლის 26-29 იანვარს პარიზში გაიმართა, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ორი ქართული კომპანია „რკო“ და „სპილოუ“ იყო წარმოდგენილი.

 

სააგენტო აღნიშნავს, რომ ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენაში პირველად მიიღეს მონაწილეობა, სადაც მათ კავშირები დაამყარეს პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.

 

ამასთანავე, კომპანიის ტანსაცმელი მალე გაიგზავნება ინგლისსა და იტალიაში. პროდუქცია ბუტიკური ტიპის მაღაზიებში განთავსდება.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი