logo_geo
გიორგი ცუცქირიძე: OECD-ს შეფასებები მთლიანად აბათილებს ქართული ოპოზიციის მიერ ტირაჟირებულ ნარატივს ეკონომიკის კრახზე
- +

12 სექტემბერი. 2019. 14:27

 

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავეგამორჩეული ქვეყანაა - ამას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD-ს წარმომადგენლები აცხადებენ“, - ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებას.

 

 

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავეგამორჩეული ქვეყანაა - ამას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECწარმომადგენლები აცხადებენმათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილებირომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარეერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

 

ეს OECD- შეფასებებია და ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათსრაც ასახულია რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელში.

 

აღნიშნული აღიარება მთლიანად აბათილებს ქართული ოპოზიციის და ექსპერტთა ნაწილის მიერ ტირაჟირებულ ნარატივს ეკონომიკის კრახზე და წარუმატებლობაზე.

 

ამას ადასტურებს ფრეიზერის ინსტიტუტის 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის ინდექსიცრომლის მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ერთი საფეხურით გაუმჯობესებული პოზიცია და მეთორმეტე ადგილზე გადასვლამნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითრომ ეს ინდექსირომელიც 162 ქვეყანას აფასებსსაინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორსაც წარმოადგენსამ ინდექსით 5 ძირითადი სფერო და 43 პარამეტრი იზომება.

 

ნიშანდობლივიარომ ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს შედეგები 2018 წელთან შედარებითგაუმჯობესებულია ყველა ძირითადი პარამეტრის მიხედვით, იქნება ეს მთავრობის ზომასამართლებრივი სისტემა/საკუთრების უფლებამყარი სავალუტო ერთეულისაერთაშორისო ვაჭრობა თუ რეგულაციების ზომა.

 

საქსტატის მიერ 2007-2018 წლების საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ზრდის დაზუსტებული მონაცემების მიხედვითქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდესაქართველოში უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდავიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9-წლიან პერიოდში. 2004-2012 წლებში 9 მლრდ 171 მლნ ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2018 პერიოდში კი მილიარდ 483 მლნშესაბამისადქართული ოცნების ხელისუფლებამ 5 წელიწადში 312.6 მლნ-ით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდავიდრე წინა ხელისუფლებამ თავისი მმართველობის 9 წლიან პერიოდში.

 

კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ და ათვლა 2001 წლიდან დავიწყოთასეთი სურათი იკვეთება: 2001 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში სულ 9 მილიარდ 508 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით კი საქართველოში 10 მილიარდ 36 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხორული ინვესტიცია შემოვიდათითქმის 6 წელიწადში - უფრო მეტივიდრე იქამდე - თითქმის 12 წლის მანძილზე.

 

ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ადასტურებს ფრეიზერის ინსტიტუტის 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ბოლო ანგარიშიცრომლის მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში წინა ანგარიშთან შედარებითერთი საფეხურით გაუმჯობესებულია ქვეყნის პოზიციამეცამეტე ადგილიდან მეთორმეტე ადგილზე გადასვლამნიშვნელოვანიაიმ თვალსაზრისითრომ ეს ინდექსირომელიც 162 ქვეყანას აფასებს 5 ძირითადი პარამეტრითდა საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების კუთხითაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს.

 

ნიშანდობლივიარომ ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით საქართველოს შედეგები 2018 წელთან შედარებითგაუმჯობესებულია ყველა ძირითადი პარამეტრის მიხედვით, იქნება ეს მთავრობის ზომასამართლებრივი სისტემა/საკუთრების უფლებამყარი სავალუტო ერთეულისაერთაშორისო ვაჭრობა თუ რეგულაციების ზომა.

 

OECD- შეფასებები და საერთაშორისო ანგარიშები ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათსრაც ასახულია რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელშიაღნიშნული აღიარებები მთლიანად აბათილებს ქართული ოპოზიციის და ექსპერტთა ნაწილის მიერ ტირაჟირებულ ნარატივს ეკონომიკური რეფორმების წარუმატებელ ხასიათზეზედმეტ რეგულაციებზე და ნაციონალების მართველობის პერიოდში ქვეყანაში საინვესტიციო „ბუმზე“, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

 

big_banner
არქივი