logo_geo
ირაკლი ლექვინაძე: ბიზნესის მოლოდინი ახალი სამთავრობო პროგრამის მიმართ მაღალია
- +

12 სექტემბერი. 2019. 23:15

 

„ქართულ ბიზნესს ახალი მთავრობის პროგრამის მიმართ დიდი მოლოდინი აქვს. თავად ბიზნესომბუდსმენი კი პროგრამაში ჩადებული საკითხების რეალურ ცხოვრებაში უცვლელად განხორციელებას მოელის“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

 

გადაცემაში ბიზნესგარემოს გაჯანსაღებისა და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების მნიშვნელობა და პერსპექტივები განიხილეს. ორივე საკითხი ახალმა მთავრობამ საკუთარი პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტად აღიარა და მათ მთელი თავი მიუძღვნა. ახალი მთავრობა პარლამენტმა გასულ უქმეებზე დაამტკიცა.

 

ლექვინაძის აზრით, ახალ სამთავრობო პროგრამაში მრავალი დადებითი გზავნილია, რაც ბიზნესს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

 

„ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით, პროგრამაში ზოგადად ძალიან ბევრი კარგი ნიუანსია და მთლიანობაში, პარლამენტში ძალიან ბევრი კარგი მესიჯი გაჟღერდა. აქედან გამომდინარე, ბიზნესის მოლოდინი საკმაოდ მაღალია. მე ვფიქრობ, რომ ამ პროგრამაში ჩადებული ელემენტები რეალურ ცხოვრებაშიც ისე განხორციელდება, როგორც პროგრამაშია წარმოდგენილი. მაგალითად, გამოყოფილია კონსულტაციებისა და კოორდინაციის გაძლიერება, თამაშის ერთი წესი, ასევე რეგულაციებთან დაკავშირებით გარკვეული ე.წ. ტაიმაუტის აღება ხდება“, – განმარტა ლექვინაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი