logo_geo
როგორ იქნება ანაკლია ღრმაწყლოვანი პორტის აშენების შემდეგ
- +

13 სექტემბერი. 2019. 17:22

 

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის პორტის ფეისბუქ-გვერდზე ვიდეოსა და ფოტოებს ავრცელებს, რომლებშიც ჩანს, როგორი იქნება ანაკლია ნავსადგურის აშენების შემდეგ.

 

„ანაკლიის პროექტი მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი არ არის.

 

ის მოიცავს: ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ პარკს, ფინანსური ცენტრს, საცხოვრებელ კომპლექსს, ამერიკული აკადემიის საუნვერსიტეტო კამპუსს, ამერიკულ ჰოსპიტალს, ინოვაციებისა და სტარტაპების ცენტრს, საერთაშორისო იპოდრომს, გოლფ კლუბსა კიდევ ბევრ კომპონენტს.

 

ანაკლია გახდება სიახლის, მაღალი სტანდარტებისა და საერთაშორისო კომპანიების მიზიდულობის ცენტრი. ადგილი, სადაც ჰარმონიულად იქნება შეთავსებული საპორტო, ლოგისტიკური, საწარმოო, ბიზნესის, გართობის, დასვენებისა და დაბალანსებული ცხოვრების სტილის ყველა წინაპირობა.

 

ახალი ღრმაწყლოვანი პორტი მსოფლიოს უდიდეს გემებს მიიღებს, მილიონობით კონტეინერს გადაამუშავებს და აბრეშუმის გზის კარიბჭის ისტორიულ ფუნქციას შეასრულებს, ანაკლიის ინდსუტრიული პარკი კი ათიათასობით სამუშაო ადგილს შექმნის“, - აღნიშნულია ფოტოების აღწერაში.

 

ანაკლიის პორტის ფოტოები

 

 

 

 

big_banner
არქივი