logo_geo
აგვისტოში საქართველოს რეკორდული რაოდენობის უცხოელი ტურისტი ეწვია
- +

14 სექტემბერი. 2019. 01:01

 

 

 

2019 წლის აგვისტოში საქართველოში 1 254 554 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 657 278 იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში). ორივე მაჩვენებელი აგვისტოს თვის რეკორდული მაჩვენებელია, - წერს Forbes-ის ქართული გამოცემა შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

 

2018 წლის აგვისტოსთან შედარებით, წელს აგვისტოში 5,8%-ით (68 872 ადამიანით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 2%-ით არის გაზრდილი. ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ევროკავშირიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან გაიზარდა. აღნიშნული ქვეყნებიდან ჯამში 90 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. რუსეთიდან 252 873 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2018 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 6%-ით ნაკლებია.

 

წინა თვესთან, 2019 წლის ივლისთან, შედარებით აგვისტოში 155 080 ვიზიტორით მეტი შემოვიდა, რაც 14%-იან ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორებს, ამ შემთხვევაშიც ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, აგვისტოში რუსეთიდან 93 810 ვიზიტორით (59%) მეტი შემოვიდა, ვიდრე ივლისში.

 

რვა თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 4%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 5,4%-ით გაიზარდა. საქართველოში უკვე ჩამოვიდა 6,2 მილიონი ვიზიტორი, საიდანაც 3,4 მილიონამდე იყო ტურისტი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი