logo_geo
ფულადი გზავნილების მოცულობა ევროკავშირიდან 24.8%-ით გაიზარდა
- +

16 სექტემბერი. 2019. 17:47

 

 

ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.8%-ით - $146.4 მლნ-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

 

ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხის ზრდის ტემპმა 24.8%-ს მიაღწია, ხოლო მისმა წილმა ჯამურ გზავნილებში 38.17%.

 

$35.46 მლნ-ით რუსეთი პირველ ადგილს ინარჩუნებს, თუმცა 24.2%-მდეა შემცირებული. 1 წელიწადში რუსეთიდან გადმორიცხული თანხები 14.55%-ით შემცირდა.

 

$1 მლნ ან უფრო მეტი თანხა აგვისტოში ჯამში 18 სახელმწიფოდან გადმოირიცხა.

 

უმნიშვნელოდ - 0.5%-ით მაგრამ მაინც $19 მლნ-მდე გაზრდილია საქართველოდან უცხოეთში გადარიცხული თანხის მოცულობაც.

 

 

 

big_banner
არქივი