საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9738 ლარი ეღირება, ევრო – 3.2902 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7027 ლარი.
დღეს, 19 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარი 2.9691 ლარი ღირს, ევრო – 3.2797 ლარი, ფუნტი – 3.6989 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან, 20 სექტემბრიდან შევა ძალაში.