logo_geo
2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 17 მილიარდზე მეტი, ხოლო საშინაო ვალი 4 მილიარდზე მეტი ლარით განისაზღვრება
- +

30 სექტემბერი. 2019. 23:19

 

საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ვალის მოცულობა 2020 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 22 681.7 მილიონი ლარით განისაზღვრება. როგორც კანონის პროექტშია აღნიშნული, სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა – 17 711.7 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალისა − 4 970.0 მილიონი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

 

ამასთან, აღნიშნული მაჩვენებლების გაანგარიშებისას გამოყენებულია გაცვლითი კურსები 27 სექტემბრის მდგომარეობით: 1 აშშ დოლარი = 2.98 ლარი; 1 ევრო = 1.09 აშშ დოლარი.

 

კანონის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა გადაანგარიშდება შესაბამის პერიოდში მოქმედი გაცვლითი კურსის მიხედვით. ამასთან, 2020 წელს საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე - 1 320.0 მილიონი ლარი, საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე კი 390.0 მლნ ლარი დაიხარჯება.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი