logo_geo
ინდური ავიაკომპანია „ინდიგო“ ქართულ ავიაბაზარზე ოპერირებას 1 იანვრიდან იწყებს
- +

1 ოქტომბერი. 2019. 13:37

 

 

2020 წლის 1 იანვრიდან ქართულ ბაზარზე ახალი ინდური ავიაკომპანია „ინდიგო“ იწყებს ოპერირებას, რომელიც დელი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

 

როგორც „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე აცხადებს, „ინდიგო“ არის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი კომპანია, რომელიც ქართულ ავიაბაზარზე დაიწყებს ოპერირებას. თეა ზაქარაძის თქმით, მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს.

 

„ინდური ავიაკომპანია „ინდიგო“ 1 იანვრიდან იწყებს ოპერირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. „ინდიგო“ იწყებს ყოველდღიურ ფრენებს დელი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით. ანუ თვითმფრინავი ჩამოფრინდება დელიდან თბილისში, ასევე ლონდონის მგზავრებიც დაემატებიან და შესრულდება თბილისი-დელი-ლონდონის მიმართულებაც. ეს არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანაირად ვვითარდებით ამ კუთხით“, – განაცხადა „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ.

 

 

big_banner
არქივი