თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების ექვსი ახალი სადგომი გაიხსნა. ახალი სადგომები აეროდრომის ტერიტორიის 27 000 კვ.მ ფართობს მოიცავს.
პროექტის ფარგლებში ასევე დამონტაჟდა ახალი განათების სისტემებიც. ახალი სადგომები C კოდის, ანუ შედარებით დიდი ზომის საჰაერო ხომალდებისთვის („ეარბას 320“, 321, 318, 319; „ბოინგ 737“, MD-80 და სხვა) არის გათვლილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში საჰაერო ხომალდის 63 სადგომი აქვს. აეროდრომის ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტში „ტავ ჯორჯიამ“ რვა მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.